ტრენდები და მათი როლი ფოტოგრაფიაში.

მოდის მინიმალისტური ფოტოგრაფია
 
რადგან მოდის სამყაროში ქუჩის მოდით (streetwear) შთაგონებული ლუქები დომინირებს, მოდის ფოტოგრაფებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ ტენდენციას თავიანთი მინიმალისტური ფოტოებით. ფოტოკრიტიკოსები მოდის ფოტოგრაფიაში რამოდენიმე ტრენდზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მიმდინარე ეტაპზე საკმაოდ აქტუალურია.

რეალისტური, დაუმუშავებელი ფოტოები ყველგან გვხვდება, თმა და მაკიაჟიც კი მინიმალისტურია, რადგან ავთენტური ესთეტიკა საკმაოდ მოთხოვნადია.

წარმოიდგინეთ raw და analog კადრები, რომლებზეც გამოსახულია რამოდენიმე კარგად ჩაცმული ადამიანი, ასევე ფოტო, რომელიც წინასწარ დეტალებშია დაგეგმილი. ეს ტრენდი, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება.

Fashion კასტინგებზეც უფრო მეტი სხვადასხვა სტილის და გარეგნობის მოდელებს ითხოვენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ   მოდის ფოტოგრაფია ნაკლებად დაძაბული და უფრო გულწრფელი ხდება.

მცენარეები

როდის გახდა ფოთლისფერი მწვანე პოპულარული ჩვენს ინსტაგრამ feed-ზე? ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს თუმცა დაახლოებით 2016 წლის დასაწყისში თითქმის ყველა ფოტოში ვაწყდებოდით მცენარეს. ინტერიერის ფოტოების უმეტესობაში აუცილებლად თვალში მოგხვდებოდაათ უზარმაზარი პალმა, რომელიც ოთახს ავსებს, ან სამუშაო მაგიდაზე ლამაზად დალაგებული სუკულენტები.

პორტრეტებიც კი “გამწვანდა” ძალიან დიდი რაოდენობის კადრებით, სადაც ასახულია ფოთლებს და ტოტებს მიღმა ნახევრად დამალული  ადამიანები. ბოტანიკური ბაღებიც საკმაოდ პოპულარული ლოკაცია იყო გადასაღებად. შეიძლება ჩვენს ერაში, როცა სამმაგად მაღალია ბუნებრივი კატაკლიზმების შიში, ფოტოგრაფები ბუნებასთან მიმართებაში გამორჩეულ ენთუზიამს იჩენენ ან შესაძლოა, განმაპირობებელი უბრალოდ Pantone-ს შემოთავაზებული “წლის ფერი” გახდა, რომელიც მწვანეს ახალი ტონალობა იყო.

სავარაუდოდ ეს ტრენდი დიდხანს არ გასტანს, რადგან რაღაც ახალის დრო დგება. თუმცა ფოტოგრაფები მაინც outdoor location-ებს ირჩევენ, რომ უფრო მეტი ბუნების vibe-ები იგრძნობოდეს მათ ნამუშევრებში.

სავარძლები

აქ საკმაოდ დიდ ტრენდს ვაწყდებით. 2016 წელს სავარძლები ხშირად ჩანდა ფოტოებში. წლის Turner Prize-ს მფლობელმა ჰელენ მარტენმა სკამებს და მსგავს ობიექტებს მის ქაოტურ სკულპტურულ ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო, ხოლო 2015 წელს Turner Prize-ზე ნომინირებული ნიკოლ ვერმერის ინსტალაცია მთლიანად მოდერნულ სკამებზე იყო შექმნილი.

შეიძლება ხელოვნების სფეროს უახლესმა აკვიატებებმა გავლენა იქონია ფოტოგრაფებზეც. სავარძლების ფოტოები უცნაურად ხშირად ჩანდა Feed-ებზე მცენარეების მსგავსად. თუმცა შეიძლება ითქვას რომ სავარძლებიც ერთერთი ნაწილია იმ ინსპირაციის, რომლითაც არაბუნებრივად იდეალური ინტერიერის ფოტოები იქმნებოდა.


ხელოვნების სამყაროში საკმაოდ პოპულარულია ინდუსტრიული და ინსტიტუციური სივრცეების ფოტოები. ასევე ფოტოგრაფია, რომელიც აღწერს ცხოვრების ბანალურ მხარეს გვაწვდის საინტერესო კონტრასტს fine art-ის სახით. ამის ნათელი მაგალითია მეთიუ ბრუკსის “საოფისე სივრცე (Matthew Brooks’ Office Space). აშკარაა, რომ ეს ტრენდი ესე მარტივად არ გაქრება და რომ მსგავს ფოტოებს 2017 წელსაც საკმაო სიხშირით წავაწყდებით სხვადასხვა ფოტო ნამუშევრებში. თუმცა, კრიტიკოსების მოსაზრებით, შესაძლოა, აქცენტი უფრო გარემოს შორ კადრებზე გადავიდეს.

 


Girl Gaze
ტრენდი ულტრა ფემინური, ვარდისფენი ტონალობით გაჯერებული და რეტროს შემცველი, გოგონებზე ორიენტირებული ფოტოებით საკმაოდ პოპულარული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუმცა ის კიდევ უფრო ბევრგან გვხვდებოდა მას შემდეგ რაც ინსტაგრამზე გამოჩნდა ექაუნთი @girlgaze, რომელიც ხელს უწყობდა ამ ტრენდის მეინსტრიმად ქცევას, რომ აღარაფერი ვთქვათ პეტრა კოლინსის და არვიდა ბისტრომის გავლენის ქვეშ მოქცეულ არტისტებზე.

ამ ტრენდში აშკარად იკვეთებოდა ფემინურობის რეკლამაცია როგორც გზა იმის გააზრების, რომ ქალი შეიძლება იყოს ძლიერი, მიუხედავად იმისა თუ რა აცვია მას.
წელს ეს ტრენდი სავარაუდოდ, უფრო მეტ დივერსიფიცირებას განიცდის, და უფრო რადიკალურად წარმოაჩენს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. საკმაოდ ლამაზი იყო ბრჭვიალა და ბურუსით მოცული ფოტოები, მაგრამ ფოტომოყვარულები უკვე მზად არიან უფრო ფემინური ესთეტიკისათვის, რომელიც უფრო მეტ იდენტობებს აღმოაჩენს: გოგოები, რომლებსაც არ მოსწონს “cute” ტანსაცმელი, ფერადი გოგოები, გოგოები ,რომლებიც იყვნენ ბიჭები, გოგოები, რომლებსაც სძულთ ვარდისფერი და გლითერები. ამ მიმართულებით ნამდვილად საინტერესო იყო ლორენს ფილომენისა და მეიზი ქოზინისის (Laurence Philomene , Maisie Cousins) ნამუშევრები, რომლებიც ქმნიდნენ გოგონებზე ორიენტირებულ ნამუშევრებს, ახალი და საკმაოდ დასაფასებელი ხერხებით.


კოლაჟები და დიპტიკები


ყოველდღიურად მილიონობით ფოტოგრაფი დებს თავიანთ ფოტოებს ინსტაგრამზე. ისინი ცდილობენ, რომ მათი ნამუშევრები გამორჩეული იყოს სხვებისგან. კოლაჟები და დიპტიკები არის კრეატიული გზა ამისათვის. ხშირად გვხვდება ეს ტრენდი, როგორც ბეჭდურ ასევე ონლაინ ჟურნალებში. ერთმანეთზე გადადებული ფოტოები არის მარტივი გზა, რომ აქციო შენი ფოტო უნიკალურ და თანამედროვე ნამუშევრად.


ძალიან ბევრი ფოტოგრაფი ასევე ირჩევს ამ გზას ონლაინ პორტფოლიოებითვის. ფოტოების გვერდიგვერდ კრეატიულად განლაგება, მნახველისათვის უფრო საინტერესო და მიმზიდველია ვიდრე ტიპიური ჰორიზონტალური და ვერტიკალური სქროლვა.
როგორც ჩანს ეს ტრენდი ჯერ კიდევ ახლა იწყება, რადგან ონლაინ პლატფორმები უფრო მეტად გახსნილები არიან მსგავსი ექსპერიმენტებისათვის.

 

უფრო და უფრო მეტი ფოტოგრაფი ცდილობს თავიანთი ნამუშევრის ონლაინ სივრცეში განთავსებას. ამისთვის დიპტიკები და კოლაჟები არის ძალიან სწორი მიგნება, რათა გახადონ მათი ნამუშევრების ნახვა უფრო თვალისმომჭრელი  და მარტივი. ეს ტრენდი უკან გვაბრუნებს დროში, როცა 20 საუკუნის ადრეულ წლებში არტისტები ცდილობდნენ კოლაჟები გამოეყენებინათ საკუთარ ამბიციურ ნამუშევრებში.


Magnette Magazine