არაშინაგანი და გამოუსწორებლად ხელშეუხებელი

სანამ მელიზა კატანეზის ნამუშევრის Dive Dark Dream Slow ანალიზს დავიწყებდეთ, ე.წ. Vernacular photography-ს რამდენიმე მხარეს გავეცნოთ. “ე.წ.” იმიტომ, რომ სწორად იქნას გაგებული განსხვავება  Vernacular და Snapshot ფოტოგრაფიას შორის, თუ ეს უკანასკნელი საერთოდ არსებობს.

სიტყვა Vernacular პირველას ინგლისურ ენაში დაახლოებით 1600 წელს გამოჩნდა. ის წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან Vernaculus, რომელიც ნიშნავს ადგილობრივს ენასთან მიმართებაში. Merriam-Webster Learner’s Dictionary-ზე დაყრდნობით სიტყვა “vernacular” ნიშნავს ენას, რომელსაც გააჩნია უფრო ზეპირი და არაოფიციალური სახე. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება არქიტექტურაში სპეციფიური სტილის განსასაზღვრად, რომელიც ცდილობს პატივი სცეს შენობა-ნაგებობების ისტორიულ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონტექსტს.

ამ ტერმინის გამოყენება ფოტოგრაფიაში გვაჩვენებს მისი მნიშვნელობის სხვადასხვა ასპექტებს და აჩენს კითხვას: რა საერთო აქვს Vernacular ფოტოგრაფიას ენასთან და არქიტექტურასთან?

საკმაოდ პრობლემატურია განსაზღვრო ამ ტერმინის როლი ფოტოგრაფიაში. Vernacular ფოტოგრაფიაში ვაკვირდებით ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია არა პროფესიონალი, არამედ მოყვარული ფოტოგრაფების მიერ და ვითავისებთ, რომ მათი მიზანი არ იყო დამკვეთის ან გამოფენისათვის იდეალური სურათის რეალიზაცია. ამავდროულად, შეუძლებელია ითქვას, რომ ამ სახის ფოტოგრაფია არ არის კოდირებული, სტრუქტურული ან შთაგონებული კულტურული და სოციალური გარემო ფაქტორებით. ზოგჯერ ეს ფოტოები არ გვანან მოყვარულის მიერ გადაღებულს. Vernacular ფოტოგრაფია ისეთივე უბრალოა, როგორ ძველი ფოტოები, გადაღებული არაფოტოგრაფი ადამიანების მიერ, მაგრამ ეს საკითხი აშკარად უფრო კომპლექსურია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

The Oxford Companion to the Photograph აღწერს ვერნაკულურ ფოტოგრაფიას როგორც, “ესთეტურად მოკრძალებული, მთლიანად ფუნქციური სურათები, გადაღებული მოყვარული “Snapshooter”-ების მიერ ყოველდღიური მიზნებისათვის. მაგალითად, სამახსოვრო საჩუქრის შექმნა ან ყოველდღიურობის აღწერა. Vernacular ფოტოგრაფია არის ესთეტურად მოკრძალებული, მოყვარული ფოტოგრაფებიც ცდილობენ მათ ფოტოებს რაიმე სახის ეფექტი ან ესთეტიკა გააჩნდეთ. არა აქვს მნიშვნელობა ეს გაუზარებლად ხდება თუ არა. და აი სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რამდენად გააზრებულად ვიღებთ ჩვენ ფოტოებს?

მოყვარული ფოტოგრაფი, ისევე, როგორც პროფესიონალი, ცდილობს სწორად აარჩიოს სუბიექტი და რაკურსი ფოტოსთვის. საბოლოოდ, შედეგი განპირობებულია კონკრეტული დროის კულტურით და სოციალური ნორმებით. ამიტომაც არ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სტილის ფოტოგრაფია მოკრძალებული და უპრეტენზიოა, რადგან ფოტოგრაფია უკვე თავისთავად ესთეტურია.

Kodak-ის ცნობილი სლოგანი You Press the button, we do the rest” (შენ აწვები ღილაკს, დანარჩენს კი ჩვენ ვაკეთებთ) არის აშკარა მაგალითი იმისა, რომ ფოტოაპარატი ისევე არის ხოლსაწყო მასისათვის, როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფისთვის. ტექნიკა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ფოტოგრაფია განთავისუფლებული იქნას ესთეტიკისგან?

როდესაც გადავწყვეტთ, რომ ფოტოზე ავსახოთ გარკვეული სუბიექტი ჩვენ ვაწყდებით რამოდენიმე სირთულეს. მაგალითად სუბიექტის არჩევა, setting, რაკურსი, ფოტოგრაფიული მექანიზმი (time and exposure). ეს სირთულეები გამონაკლისი არაა მოყვარული ფოტოგრაფებისათვის.

005.jpg

ახლახანს აღმოჩნდა თუ რამდენად შეიცვალა snapshot ფოტოგრაფიის კრიტიკა ბოლო 40 წლის მანძილზე. სურათების აღქმა და ფოტოგრაფიის როლი, როგორც “დემოკრატიული” ხელსაწყო, რადიკალურად შეიცვალა და ფოტოგრაფიის დემოკრატიული ბუნება კითხვის ქვეშ დადგა. არის ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წიგნი snapshot ფოტოგრაფიაზე, რომელიც 70-იან წლებშია გამოცემული. პირველი - “Snapshot”, Jonathan Green (1974). წიგნი არის ნაკრები ისეთი ფოტოგრაფების მოკლე ტექსტების, როგორებიც Tod Papageorge, Paul Strand, Emmet Gowin, Joel Meyerowitz და Garry Winogrand. ეს წიგნი ცდილობს დაგვანახოს  ე.წ. Snapshot ფოტოგრაფიის ორი სხვადასხვა ასპექტი  - ყოველდღიურობის გამოყენება ფოტოგრაფიული პროექტების შესაქმნელად და სწრაფი და ბუნებრივი რეაქცია გარემოზე, რომლის ნაწილსაც ახლახანს Street photography ეწოდა.

ცნება Snapshot, საერთო ჯამში მოუსვენარი, ორჭოფული და გაუცნობიერებულია.  პირველი მოკლე ტექსტი ამ წიგნში ეკუთვნის Lisette Model-ს, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა თუ რატომ უნდა ვეძიოთ snapshot ფოტოგრაფიის საფუძვლები 70-იანი წლების წიგნებში. Lisette Model წერს - “მე ვარ ძალიან დიდი მოყვარული ვარ snapshot-ისა, რადგან ყველა კადრი ამ სტილიდან გულწრფელია”. გულწრფელობის იდეაც კი ხშირად ასოცირებული იყო ფოტოგრაფიასთან და დღესდღეობით ნამდვილად დავრწმუნდით იმაში რომ ორივე, პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფის მიერ ასახული კადრები არის შედეგი ასპირაციების, ოცნებისა და ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი საჭიროებებისა. ეს ნიშნავს, რომ Snapshot ფოტოგრაფია  წარმოდგენას გვიქმნის გარკვეული დროის მონაკვეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე, მაგრამ ამავდროულად იგივე გამოსახულება არ შეიძლება მივიჩნიოთ სარწმუნო და მყარ წყაროდ.

ამავე წიგნში Paul Strand წერს - “მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სიტყვა snapshot არაფერს ნიშნავს. ამ თემაზე რომ ვისაუბროთ, ჯერ უნდა დავსვათ კითხვა, როდის არის  snapshot არა snapshot, ან როდის არ არის ფოტო snapshot?”.  წიგნი ააშკარავებს იმას, რომ snapshot ფოტოგრაფია არის უფრო ტექნიკა ვიდრე სამოყვარულო პრაქტიკა.  ფოტოკამერების განვითარებამ ეს სფერო უფრო ხელმისაწვდომი გახადა არაპროფესიონალებისთვისაც და საბოოლოოდ შესაძლებელი გახდა ნებისმიერი სახის ფოტოს გადაღება. საბოლოოდ,   ვიღებთ გამოუსადეგარ იდეას თითქოს snapshot ფოტოგრაფია მხოლოდ შემთხვევით გადაღებული ფოტოების სტილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მეორე წიგნი, გამოცემულია 1977 წელს, არის უფრო მეტად გულწრფელი snapshot ფოტოგრაფიის როლზე.  წიგნს ქვია The snapshot photograph - The rise of popular photography 1888-1939 (by Brian Coe and Paul Gates, published by Ash & Grant Ltd). მასში მიმოხილულია Kodak-ის კამერების ადრეული მოდელები. პრინციპი რის მიხედვითაც ამ წიგნში ე.წ Snapshot ფოტოები შეირჩა არის კარგი მაგალითი ისტორიული კლიშეების აკუმულაციისა და გარკვეულ დროში იდეალიზირებული ფოტოებისა (მასალები უფრო მეტად ამოღებულია ჟურნალ-გაზეთებიდან). ტერმინი Snapshot აქაც დამახინჯებული და გაუგებარია.
არის ერთი ესსე “Now is Then: The Thrill and the Fate of Snapshots”. ის იწყება ტექსტით: “Snapshot-ები არის კომპლექსური და წინასწარ განზრახული პატარა ფოტოები. ისინი იმდენად პატარებია და იმდენად ხშირად გვხვდება რომ მათ უკვე თითქოს უბიწოებად მივიჩნევთ. […] მოყვარული ფოტოგრაფი არ იღებს პროფესიონალურ ფოტოებს, მაგრამ ფოტოები, რომლებსაც ისინი ქმნიან არის არანაკლებ მრავალმხრივი. Snapshot-ები გვაჩვენებენ იმათ საჭიროებებს და სურვილებს ვინც კადრში ან კადრს მიღმაა”.

ეს ესსე ერთერთია იმ სამს შორის, რომელიც თავმოყრილია Now is Then-ში. უპირველესი განზრახვა ამ წიგნისა არის მოახდინოს ჩვენი ცნობისმოყვარეობის და ინტერესის სტიმულირება, თუმცა არ სცადოს ზედმეტი სიმპათიის გამოწვევა მასში შეკრებილი ფოტოების მიმართ, არამედ გაამახვილოს ჩვენი ყურადღება ფოტოგრაფიის ძალაზე.

ბევრი კოლექციონერის, კურატორისა და ფოტოგრაფის ყურადღება მიიქცია ამ მომხიბვლელი ფოტოების პოვნამ. მთავარი მომხიბვლელი ფაქტორი მათში არის ის, რომ ჩვენი ყოფითი ცხოვრებიდან მთლიანად გაქრა snapshot ფოტოგრაფია, როგორც მოვლენა.  ახლა ინტერნეტი გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა და უკვე ძალიან მარტივია ამ ფოტოების გამოქვეყნება, თუმცა ამავდროულად ნაწილობრივად გაუფრთხილებლად ვეპყრობით პერსონალური ფოტოების ემოციურ დატვირთვას.

ზოგადად, ციფრული ინსტრუმენტები ეფემერულია, შესაბამისად, ჩვენ ამჟამად არ ვიცით, გადარჩება თუ არა ჩვენი ციფრული ფოტოები ისევე როგორც ეს აღმოჩენილი ფოტოები. “ყველა ფოტო, რომელიც ასახავს დროის რაღაც მონაკვეთს, ის თავისთავად დოკუმენტირებს მას”, - ნათქვამია Heiferman-ის ესსეში. დრო იმდენად სწრაფად გადის და იმდენად სავსეა გაურკვევლობით, რომ დიდი რაოდენობის ფოტომასალა, რომელსაც ჩვენ ვქმნით პირადი მიზნებისთვის უბრალოდ გაქრება უახლოეს მომავალში იმის გამო, რომ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება.

Melissa Catanese-მ ფოტოები მისი წიგნისათვის Dive Dark Dream Slow აარჩია Peter J. Cohen-ის უდიდესი კოლექციიდან. მასშინ ნათლად ჩანს მისი ძლიერი სურვილი და მცდელობა შეექმნა ნარატივი და საბოლოოდ აბსტრაქტული შეგრძნება. თვითონ სათაური Dive Dark Dream Slow არის საკმაოდ პოეტური და შესავალიც კი, რომელიც აღწერს თუ რას ვნახავთ ამ წიგნში: სხეულთა ცეკვა და სიზმრისმაგვარი გამოცხადება.

მთელი ეს კრებული არის ნახტომი ჩვენს ქვეცნობიერში, რომელმაც მთლიანად უნდა შეგვძრას. შერჩეული ფოტოები ქმნის საწყის გზას ჩვენი ფიქრებისათვის, თუმცა ტოვებს საკმარის ადგილს ჩვენი წარმოსახვისთვისაც.  იძულებულს გვხდის ამოვავსოთ სიცარიელე ამოცნობილსა და დაფარულს შორის, კონკრეტულსა და ზოგადს შორის. წარსულის ძალა (რომელიც ჩვენთვის უცნობია) და ხარისხი ამ ფოტოებისა არის რაღაც არაშინაგანი და გამოუსწორებლად ხელშეუხებელი.

მომზადებულია გამოცემა “Ahorn Magazine“-ს მიხედვით


Magnette Magazine