რა მოხდება თუ კაცი და ქალი ერთმანეთს როლებს გაუცვლიან?

ფოტოგრაფი პიქსი ლიაოს (Pixy Liao) შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ურთიერთობის ცნებას და გენდერულ როლებს. იგი კამერის ობიექტივის მეშვეობით ფილტრავს მის მიერ დანახულ სამყაროს.

2015 წელს მან ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთში გენდერული როლების ტრადიციული აღქმა ჯერ კიდევ ძლიერია.

“ახლა ჩინეთი უფრო მეტად ღიაა და გახსნილია ვიდრე ადრე და ჩვეულებრივია, რომ ქალებს სამსახურში და სოციალურ გარემოში მაღალი პოზიციები უკავიათ. მართალია, ფეოდალური შეხედულებები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დღესდღეობით მას მაინც აქვს გავლენა გარკვეულ სოციუმზე - როგორ აღიქვან ქალი და მამაკაცი. ბავშვობიდან ყოველთვის მესმოდა, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს ზედმეტად, უფრო მნიშვნელოვანია  დაქორწინდეს მამაკაცზე, რომელიც ფინანსურად ძლიერია, ჰყავდეს ბავშვები, იყოს კარგი დედა და ცოლი”, - ამბობს ლიაო.

ფოტოგრაფი შანხაიში დაიბადა, თუმცა ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს. იგი ფოტოკამერას კითხვების დასასმელად იყენებს, იმ კითხვების რომელიც ადრეული ასაკიდან გაუჩნდა. ამ ყველაფრის შედეგია ფოტოსერია “ექსპერიმენტული ურთიერთობა”, რომელიც დეტალურად აღწერს მის და მისი ბოიფრენდი მორო-ს ურთიერთობას, როგორც ჰეტერონორმატული წყვილის.

Liao-ს ახალი გამოფენა Lady & Gentleman აგრძელებს გენდერული როლების დისკუსიას. მისი ნამუშევრების კონცეფია დეტალურად გადმოსცემს თუ როგორ გადმოსცა მან საკუთარი იდეები სიყვარულზე, ურთიერთობასა და გენდერზე.

 “როგორც ჩინეთში გაზრდილი ქალი, მე ვფიქრობდი, რომ უნდა მყვარებოდა მხოლოდ ჩემზე უფროსი და უფრო ჩამოყალიბებული ადამიანი, ვინც ჩემი მენტორი და პროტექტორი იქნებოდა. შემდეგ შევხვდი ჩემს ბოიფრენდს, მოროს.. ვიგრძენი რომ ურთიერთობის მთელი ეს კონცეფცია რადიკალურად შეიცვალა. მე გავხდი პიროვნება, რომელსაც უფრო მეტი ავტრიტეტი და ძალა გააჩნია. დავიწყე ექსპერიმენტირება ამ  ურთიერთობით და ვიგონებდი სხვადასხვა სიუჟეტებს ამ ფოტოებისთვის, რომლებსაც მე და მორო წარმოვადგენთ.  ჩემი ფოტოების მეშვეობით შესაძლებელია ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ალტერნატიული შესაძლებლობების აღმოჩენა. ხშირად ისმება კითხვა, თუ რა არის ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის ნორმა  და რა მოხდება თუ კაცი და ქალი ერთმანეთს როლებს გაუცვლიან?”,- ამბობს ლიაო.

გამოფენა Lady & Gentleman წარმოდგენილია Galleri Vasli Souza-ში  2017 წლის 22 აპრილამდე.

მომზადებულია Dazedanddigital.com-ზე დაყრდნობით