პიანისტი ქალი - ჰანეკე

კანის ფესტივალზე სამი ძირითადი პრიზის გამარჯვებული - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მსახიობი ქალი - პიანინოს მასწავლებელი მოგვითხრობს ერიკას ისტორიას, არაჩვეულებრივი პიანისტისა და მასწავლებლისა, რომელმაც თავისი პირადი ცხოვრება კარიერას შესწირა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნოველაზე დაყრდნობითაა გადაღებული, როგორც ჩანს, იგი ფრანგული ფსიქოანალიტიკური ფემინისტური ფილმის თეორიის საპაუსუხოდაა შექმნილი. მეტიც, ზოგჯერ იგი ფროიდისა და მისი ფრანგი ქვეშევრდომის, ჟაკ ლაკანის ნაწერების შესავალსაც მოგვაგონებს.

 „პიანისტი ქალი“ წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ლაკანის ფილმის თეორია თანდათანობით პოპულარული წარმოსახვითობა გახდა.  ეს ფილმი ქალის სურვილების შეუძლებლობას ასახავს. ერიკა ვერ პოულობს სიამოვნებას თავისი ახალგაზრდა მამაკაცი საყვარელის მკლავებში. რაც შეეხება იმას, ფემინისტურია ეს ფილმი თუ მიზოგინური, რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მე თუ მკითხავთ, ფილმი არაჩვეულებრივი გამოხმაურებაა პატრიარქალური კულტურის მიერ ქალებზე ძალადობაზე, ან როგორც მცდელობაზე, ქალი დაადანაშაულონ საკუთარ რეპრესირებულობაში.

არის რამდენიმე გზა რა შემთხვევაშიც შეიძლება ფილმი ლაკანის თეორიებს მიესადაგებოდეს. ერიკა, რომელსაც იზაბელ იუპერი განასახიერებს, 40 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც თავის კონტროლის მოყვარულ დედასთან (ანი ჟირარდო) ცხოვრობს. ქალებს საერთო საწოლში სძინავთ და ერიკას ერთადერთი ოთახის კარსაც კი საკეტი არ აქვს. ფილმის პირველი სცენა გვიჩვენებს კამათს დედაშვილს შორის იმის გამო, რომ ერიკა შინ გვიან დაბრუნდა. დედა ერიკას ჩანთას დასტაცებს ხელს, გაჩხრეკს მას და აღმოაჩენს კაბას, რის გამოც იწყება კამათი, რომელიც შემდგომში ფიზიკურ უთანხმოებაში გადაიზრდება. სცენა ერიკას ტირილით მთავრდება, იგი უბოდიშებს დედას და თავს უმოწმებს, რადგან ჩხუბის დროს თმა მოქაჩა.

ანი ჟირარდოს გმირი ასახავს დედას, რომელიც უყვარს და რომლისაც ეშინია შვილს, რადგანაც დამოკიდებულია მასზე და ახლოა მის სხეულთან - ამ სიახლოვით შვილი დედას საკუთარი თავის ნაწილად აღიქვამს. ფილმი რამდნიმენაირად ასახავს ერიკას დედას როგორც ფალიკურს და ამ ორ ქალს შორის დისტანციის ნაკლებობას. ფილმის დასაწყისში, მუსიკოსი, რომელიც გაგიჟდა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. მის ერიკასთან კავშირს ასახავს ფაქტი, რომ ორივე მათგანს მოსწონთ შუბერტისა და შუმანის მუსიკა. ეს კომპოზიტორები შემთხვევით არ არის შერჩეული, შუბერტს, როგორც ამბობენ ჰომოსექსუალური კავშრები ჰქონდა და სიფილისით გარდაიცვალა, ხოლო შუმანი - გაგიჟდა. ამდენად, ორივე კომპოზიტორი განასახიერებს დიდ ხელოვნებას, სიგიჟეს და გენდერულ იდენტობას - შუმანი თავის უკანასკნელ წლებში თავის ცოლზე იყო დამოკიდებული, რომელიც თავადაც კომპოზიტორი იყო და რომლის ნიჭსაც მისი ქმრის ნიჭი ფარავდა.

ფილმის დასაწყისის ერთ-ერთ სცენაში მუსიკალური წარმოდგენაა ნაჩვენები, რომელშიც ერიკაც იღებს მონაწილეობას. შესრულების დასრულებისთანავე, დედა ერიკასთან მიდის და მხრებზე სვიტერს ახურავს, ხოლო წარმოდგენის შემდგომ    საღამოზე იგი გამუდმებით ცდილობს თვალი ეჭროს საკუთარ შვილზე. მალევე ვიგებთ, რომ ერიკა იძულებულია ტყუილები მოიგონოს, რათა დედის მზერას გაექცეს. იგი დიდ გზას გადის იმისათვის, რომ დაფაროს საკუთარი სექსუალური ლტოლვები დედისგან და ამავდროულად წარმოსახვაში ოცნებობს, რომ ამ სურვილებს დედა დაუპირისპირდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ერიკას ჩანთაში კაბის აღმოჩენა. როდესაც მისი ახალგაზრდა საყვარელი აკითხავს სახლში, ერიკამ და მან ტანსაცმელი კართან უნდა დატოვონ, რათა ოთახში დედამისი არ შემოვიდეს.

ფროიდის თანახმად ოიდიპოსის კომპლექსამდე ბავშვი ფოლიმორფულად პერვერტია. რადგან იგი იღებს სექსუალურ სიამოვნებას სხეულის ფუნქციონირებიდან, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალო სექსუალურ პენეტრაციასთან. ის რასაც ფროიდი პერვერტს უწოდებს, არის პიროვნება, რომლის სექსუალური ენერგიაც, ან ლიბიდო არ არის რიგისამებრ „ორგანიზებული“ რათა მიიღოს სექსუალური კმაყოფილება გენიტალური სექსისგან. რამდენადაც პრე-ოიდიპალური პერიოდის ნარჩენები რჩება ზრდასრული ადამიანის სექსუალობაში სიამოვნების ისეთ ფორმებში, როგორებიცა კოცნა, ორალური სექსი, ფანტაზიები სექსუალურ აგრესიასა და დომინირებაზე, „ნორმალური“ ზრდასრული ადამიანი კმაყოფილებას იღებს ასეთი სიამოვნებებისგან რამდენადაც იგი გენიტალური სექსით აღწევს კულმინაციას. ფროიდის თანახმად პერვერტი არის ის, რომელსაც სექსუალური კმაყოფილების მიღება შეუძლია მხოლოდ არაგენიტალური სექსუალური აქტის მეშვეობით.

ერიკა სწორედ ის არის რასაც ფროიდი პოლიმორფულ პერვერტს უწოდებს. ეს არ არის ფილმის ფსიქოანალიზური განხილვის შედეგად დანახული ქვეტექსტი. მეტიც, ფილმში დიდი ადგილი ეთმობა ერიკას პერვერსიების ჩვენებას. მათ შორის საკუთარი გენიტალიების სამართებლით თვითდაზიანებას, ვოიარიზმს, სექსუალური სიამოვნების მიღებას მოშარდვით, სადიზმსა და მაზოხისმს. ადრეულ სცენაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ აგრესიულად შედის ერიკა პორნოს საყურებელ ჯიხურში. იგი ელოდება ჯიხურის გათავისუფლებას და დაუმორცხვებლად პასუხობს მამაკაცის მზერას მზერით. როდესაც ჯიხურში შევა, მრავალ სურათს შორის არჩევანს შეაჩერებს ერთზე, სადაც ქალის მამაკაცთან ორალური სცენაა ნაჩვენები. ერიკა პორნოს ყურებისას ნაგვის ურნიდან იმ ნაჭერს იღებს, რომლითაც აქ მის წინ მყოფმა მამაკაცმა სპერმა მოიწმინდა. ყურებისას იგი ღრმად ჩაისუნთქავს ნაჭერს და სახეზე სიამოვნება გამოეხატება. ფილმში არსად ჩანს რომ ერიკას ჰქონდეს „ნორმალური“ გენიტალური სექსუალური აქტი. მისი ყველა მცდელობა ასეთი აქტის ქონისა, კრახით მთავრდება.

ერიკა ფილმში წარმოდგენილია როგორც მკაცრი და ცივი მასწავლებელი. როდესაც მისი მოსწავლეები თამაშობენ, იგი ხელებგადაჯაჭვული დგას ფანჯარასთან და შიგადაშიგ მათ ნამუშევრებს აკრიტიკებს. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მისი მოსწავლეების ხელებს, რომლებიც უკრავენ და ამ დროს ისმის ერიკას მკვეთრი ხმა, რომელიც ინსტრუქციებს აძლევს მათ. მისი ეს სიცივე კონტრასტს ქმნის მის მიერ ფორტეპიანოს დაკვრასთან რაც მიგვითითებს მის მიერ კომპლექსურ ურთიერთობას გენდერთან. იყო პროფესიონალი პიანისტი ნიშნავს იყო ასპარეზზე, სადაც მამკაცები დომინირებენ. ასპარეზზე, რომელიც ზოგჯერ „ფემინურად“ ან „ქალისთვის სახასიათოდ“ მიიჩნევა. კიდევ ერთხელ, ერიკას აღფრთოვანება შუბერტითა და შუმანით მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მამაკაცი იყო „არაჯანსაღი“ - ის, რასაც ჰეტეროსექსისტული კულტურა ზოჯერ ფემინურ ან ჰომოსექსუალ მამაკაცებს მიაწერს.

ერიკას ვალტერი უყვარდება, თავისი მამრობთი სქესის სტუდენტი, რომელსაც ბენიტ მაგიმელი თამაშობს. ვალტერს თავიდან ერიკას ნიჭი იზიდიავს. როდესაც იგი ცდილობს დაწინაურდეს მის კლასში, ერიკა თავის კოლეგებთან უარყოფს ვალტერის თავდადებას ამ საქმის მიმართ. არც თუ შემთხვევით, პირველი რასაც ვალტერი ერიკასთვის უკრავს შუბერტია, მისი სწორედ ის ნაწარმოები, რომლის ათვისებასაც ერიკას მდედრობით სქესის სტუდენტი მთელი ფილმის მანძილზე ცდილობს.

საბოლოოდ, ერიკას ვალტერი მიმართ გრძნობა უჩნდება, რომელსაც ისინი თავიანთ პირველ სექსუალურ კავშირთან მიჰყავს. უფრო ადრე ფილმში ვხედავთ რომ ერიკა ხელმძღვანელობს გოგონა სტუდენტს, რომელიც დარდობს შუბერტის შესრულებისას მომღერლის თანდასწრების შესახებ, იმდენად ნერვიულობს რომ ცრემლებამდე მიდის. მასტერკლასისასთვის სარეპეტიციო სცენაში, ფილმში ერთდროულად ორი კადრია ნაჩვენები, ვალტერისა და ამ სტუდენტისა, ერიკას მიახლოებული სახით. აქ ვხედავთ რომ ვალტერი ახალგაზრდა ქალს აცინებს; იგი მას დაკვრას უადვილებს შუბერტის შესრულებისას. თავდაპირველად ძნელია ერიკას რეაქციის გარჩევა ამაზე, თუმცა მოგვიანებით ერიკა ჭიქას ტეხავს და მის ნამსხვრევებს სტუდენტის პალტოს ჯიბეში ყრის. მისი ქმედება მეთოდურად არის შესრულებული, ჭიქას კაშნეში გაახვევს და შემდგომ ქუსლით გატეხავს. ამ ქმედებას რიტუალური ხასიათი აქვს და იგი ჩემი აზრით პორნოგრაფიასა და მაზოხიზმთან ახლოსაა.

გოგონას ტირილი, მას შემდეგ რაც იგი ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ხდება საწყისი ერიკასა და ვოლტერის პირველი სექსუალური კონტაქტისა. რეპეტიციის დასასრულს, როდესაც სტუდენტის ნაიარევს ვხედავთ, ერიკა ტუალეტში შედის და შარდავს, იგივე პოლიმორფულ პერვერსულ ორგაზმს აღწევს. ვოლტერი მას ტუალეტში შეჰყვება და ზემოდან დაჰყურებს მას, თუმცა კი ვერასდროს ვხედავთ თუ რას ხედავს იგი. როდესაც ერიკა კაბინიდან გამოვა, ვოლტერი კოცნის და იატაკზე ეცემიან: საჯარო ტუალეტი ჰომოეროტიკული სექსუალური ქცევის ველი ხდება.

თუმცა ერიკა მისგან მამაკაცურ პრეროგატივას იღებს სექსუალური სცენის საკონტროლებლად. იგი ვალტერს უმასტურბირებს. როდესაც იგი ქალს ეხვევა, ერიკა მას აჩერებს. იგი მას მიმართულებას აძლევს უყუროს საკუთარ პენისს და არა მას. ვალტერი ეუბნება, რომ უყვარს იგი. საპასუხოდ, ერიკა გამუდმებით ცდილობს იყოს დომინანტი სექსუალურ სცენაში, იღებს გადაწყვეტილებას რას იზამენ და რას არ იზამენ ისინი. ერიკა არ აძლევს ვალტერს თავისი სექსუალური სურვილების განვითარების საშუალებას და აფრთხილებს რომ შეწყვეტს ყველაფერს, თუკი მას არ დაუჯერებს. იგი აღებს ქალთა საპირფარეშოს კარებს და უმასტურბირებს ვალტერს, თან სახეში უყურებს. შემდეგ ეუბნება, რომ იმასტურბიროს და თან მას უყუროს, მაგრამ ვალტერი ორგაზმს ვერ აღწევს. იგი ჰპირდება, რომ შემდგომში უკეთ დაიცავს ერიკას მითითებებს, ერიკა კი პასუხობს, რომ უფრო დეტალურ ინსტრუქციებს წერილით მიიღებს.

მოგვიანებით ვალტერი ერიკას წერილში კითხულობს მის მაზოხისტური სურვილების შესახებ ვალტერის მიმართ. როდესაც ერიკა საკუთარ წერილს თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, ტირის საკუთარი სურვილების წარმოთქმისას. ერიკას ფანტაზია მოიცავს სურვილს, დასაჯოს დედამისი, ანუ აყურებინოს საკუთარი ტრანზიცია გენიტალურ სექსუალობაში. წერილი ვალტერს ეუბნება, რომ დაარტყას ერიკას, თუკი იგი მის მითითებებს არ შეასრულებს. კითხვის ეს სცენები ნაჩვენებია დედამისის კადრთან ერთად, სადაც იგი საუბრისთვის ყურის დაგდებას ცდილობს. ერთი მხრივ, ერიკა საიდუმლო ადგილიდან იღებს სიას იმ შეზღუდვებისა, რომელიც სურს რომ ვალტერმა დაუწესოს. ფილმი ამგვარად გვაძლევს ახსნას ქალთა შორის გაუპატიურების ფანტაზიების არსებობისა, რადგან ერიკას სწორედ მსგავსი ფანტაზიები არის ერთადერთი გაქცევა მისი შეუსაბამო, ფალიკური სურვილებისაგან. ქალის მოთხოვნებისაგან აშკარად შოკირებული ვალტერი მიდის.

ამ სცენას მოსდევს კადრი, სადაც იმავე ღამით ერიკა იმ საწოლში წვება, სადაც დედამისი წევს.  ერიკა დედას ზემოდან მოექცევა, აკოცებს  მას და ეუბნება „მე შენ მიყვარხარ“. დედა დაიბნევა და ხელს ჰკრავს. ერიკა დაჟინებულია და დედაც ცდილობს წინააღმდეგლობა გაუწიოს ეს ყველაფერი კი ჰეტეროსექსუალური აქტის ერთი ვერსიის პაროდიას ჰგავს, რომელშიც ქალი თავდაპირველად ეწინააღმდეგბა მამაკაცის მცდელობას, დაიკმაყოფილოს ჟინი. ერიკას ეს „მასკულინური“ ქცევა, რომელიც მოჰყვა მის უშედეგო მცდელობას მიეღო ფემინური პასიურობა მაზოხიზმის სახით, მიუთითებს იმაზე, რომ ერიკას არ სურს თავისი პოლიმორფული პერვერსული სიამოვნებების მიტოვება და კულტურის მიერ მოთხოვნილი ფემინურობის შეთვისება.

იმისათვის რომ ფემინურობას დაექვემდებაროს, ერიკა ვალტერს საციგურაო მოდენაზე მიყვება. ეს სცენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იგი წინამორბედ სცენას ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს. პირველ სცენაში ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ერიკა აკონტროლებს მზერას.
ორი მოციგურავე გოგონა, რომელიც ყინულზე ვარჯიშობს, ტოვებს არენას ორი მამაკაცი მოციგურავის მოსვლის შემდეგ. ისინი უხალისოდ ემორჩილებიან მამაკაცების მიერ მათ განდევნას. მათი ფემინური ქცევა და პოზები, რომელთაც ვარჯიშის დროს იღებენ, კონტრასტში მოდის მამაკაცთა გუნდის მიერ ყინულის დაუფლების დროს ხმაურიან ქცევასთან. ვალტერი ერთადერთი წევრია გუნდისა, რომელიც უბოდიშებს გოგონებს და ისინიც უღიმიან მას. ფილმში ვალტერის „სენსიტიურობა“ უფრო ფართოდაც არის წარმოდგენილი. ერთზე მეტს სცენაში ვხედავთ თუ როგორ კომფორტულად გრძნობენ თავს ქალები მის კამპანიაში დ ასეთივე კმაყოფილებით პასუხობენ მის ნიჭსა და ბიჭურ მომხიბვლელობას.

გასახდელში ერიკა ამბობს რომ ვალტერთან საუბარი სურს. ერიკა და ვალტერი საკუჭნაო ოთახში განმარტოვდებიან სალაპარაკოდ, სადაც ერიკა ვალტერს უმხელს თავის სურვილებს და სთავაზობს ადგილზევე დაკავდნენ სექსით. იგი ბოდიშს უხდის წერილის გამო და ტირის. იგი ცდილობს გახადოს უნიფორმა, რათა მინეტი გაუკეთოს. თუმცა ვალტერი ხელს ჰკრავს. შემდეგ ქალი ძირს წვება და ვალტერს სთხოვს, სექსით დაკავდეს მასთან. ვალტერი ეუბნება, რომ ამის გაკეთება ამ ადგილას არ შეუძლია. „მიყვარხარ“ ეუბნება ერიკა და კოცნის მას. ვოლტერს გული ულბება, კომიკურია მისი მცდელობა გათავისუფლდეს „მასკულიურობისგან“ და გაიხადოს უნიფორმა და ტრუსები. ერიკა მინეტს უკეთებს, თუმცა შემდეგ იატაკზე აღებინებს და ეუბნება ვალტეს, გვერდით გაიხედოს.

საბოლოოდ, ვალტერი ცდილობს მისცეს ერიკას ის, რაც მას სურს. შუა ღამით ერიკას სახლში მიდის, აღვიძებს მას და დედამისს. წერილის ინსტურქციის თანახმად, ვალტერი სილას აწნის ერიკას დედამისის თანდასწრებით და შემდეგ დედამისს გვერდით ოთახში კეტავს, საიდანაც მას ყველაფრის გაგონება შეუძლია. კვლავაც წერილის ინსტრუქციების თანახმად, ვალტერი ერიკას სილას აწნის, როდესაც იგი არ ემორჩილება მამაკაცის ნებას. ერიკა ტირის და ცხვირიდან გადმოსული სისხლით ესვრება საღამური, მაგრამ როდესაც დედა ეძახის, პასუხობს რომ კარგადაა. შემდეგ ვალტერი სექსით კავდება ერიკასთან და ორგაზმსაც აღწევს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ერიკა უძრავია.

ფილმი მთავრდება იმით, რომ ერიკა გულის ზედა მხარეში დაიჭრის საკუთარ თავს. ამ სცენის წინამდებარე სცენაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იღებს იგი სამზარეულოს დანას და იდებს ჩანთაში. მისი ქცევები განზრახ არის ბუნდოვანი ფილმში. ჩვენ ვფიქრობთ, თუ ვისზე გამოიყენებს ერიკა დანას. როდესაც საკონცეტრო ჰოლი გაივსება, ერიკა ვალტერს ელოდება. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ ერიკა სწორედ ვალტერს დაარტყამს დანას მისი „გაუპატიურებისთვის“. ვალტერი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდის და ერიკას როგორც მასწავლებელს ისე ესაუბრა - თითქოს მათი სადისტური შემთხვევა არ მომხდარა, მიუხედავად ძალადობის აშკარა კვალისა, რომელიც ქალს სახეზე ეტყობა.

ჩვენ არ ვიცით რამდენად სერიოზული იქნება ჭრილობა, რომელსაც ერიკა თავის თავს აყენებს. ფინალიც ბუნდოვანია- სად აპირებს ერიკა წასვლას, როცა საკონცერტო დარბაზს ტოვებს? დასასრულის ბუნდოვანებაც თავის მხრივ „პრე-ოიდიპალურია“. ოიდიპალური კომპლექსისაგან გასნსხვავებით ერიკას დილემის „გადაწყვეტის გზა“ არ არსებობს.

ზოგიერთის თვალთახედვით, „ფორტეპიანოს მასწავლებელი“ მართლაც ფემინისტური ფილმია, რომელიც გვიჩვენებს პატრიარქალური კულტურის მიერ ქალთა სურვილების უგულებელყოფას. ერიკა გაჭედილია ერთი მხრივ თავის პედაგოგიურ წარმატებას, მის არამოსურნეობასთან, რომ რომანტიკულმა სიყვარულმა შეიძლება ხელი შეუშალოს წარმატებაში, დედასთან მის ურთიერთობასთან და მეორე მხრივ - მის ფემინურ სურვილებთან, იყოს სექსუალურად დაკმყოფილებული.

ბექა მაისურაძე


bakur tvrineli